დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუკავა - ნინო ბურჯანაძესთან ბლოკის შესაქმნელად მზად ვართ, მაგრამ ქდმ-სთან გაერთიანებას გამოვრიცხავთ
ავტორი:
2014/მარტი/17 13:30:03
"თავისუფალი საქართველო" "დემოკრატიულ მოძრაობასთან" საარჩევნო ბლოკის შექმნისთვის მზადაა, მაგრამ იგივეს "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამორიცხავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის თავჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა განცხადებას ავრცელებს.
"ბოლო პერიოდში საზაგადოების დიდ ინტერესს იწვევს გაერთიანდება თუ არა ადგილობრივი არჩევნებისთვის არასაპარლამენტო ოპოზიცია, რასთან დაკავშირებითაც ბევრი წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომაც მსურს საზოგადოებას მკაფიოდ გავაცნო "თავისუფალი საქართველოს" პოზიცია:
1. მიგვაჩნია, რომ "ოცნების" და "ნაციონალების" კოაბიტაციის პირობებში არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს. ამ რწმენით დავუჭირეთ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძეს. ამ მოწოდებით, მათ შორის ოპოზიციური პრაიმერის ჩატარების იდეით არაერთხელ მივმართეთ ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა მათგან ჯერჯერობით სერიოზულ დაინტერესებას და თანხმობას ვერ ვხედავთ.

2. ვინაიდან საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩვენი ურთიერთობა ნინო ბურჯანაძის გუნდთან, მივმართავთ ქალბატონ ნინოს:

შევქმნათ ერთიანი საარჩევნო ბლოკი. ბლოკის შექმნის წინაპირობად "თავისუფალი საქართველო" არ აყენებს არც ერთ საკითხს: ვთავაზობთ ქალბატონ ნინოს თავად დაასახელოს თბილისის მერობის კანდიდატი, ბლოკის პირველი ნომერი და დანიშნოს საარჩევნო შტაბის უფროსი;

3. იმავდროულად მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანებაში მონაწილეობას იღებენ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატები" და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. მსურს ნათლად განვაცხადოთ რომ არანაირ მოლაპარაკებებს საარჩევნო კოალიციაზე არც "ქრისტიან-დემოკრატებთან" და არც "ეროვნულ-დემოკრატებთან" არ ვაწარმოებთ და არ ვგეგმავთ - ჩვენს შორის არსებული პრინციპული სხვაობების და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი "სხვა" მიზეზების გამო", - ნათქვამია კუკავას განცხადებაში.
ამასთან, პარტიის ლიდერის განმარტებით, ნინო ბურჯანაძისგან პასუხს მიმდინარე კვირის ბოლომდე ელოდება.
"არჩევნები ახლოვდება. მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამიტომაც დადებით ან უარყოფით პასუხს საარჩევნო ბლოკის შექმნაზე ქალბატონი ბურჯანაძისგან ველოდებით ამ კვირის ბოლომდე. თუ ნინო ბურჯანაძის გუნდი არ მოისურვებს ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნას, მაშინ "თავისუფალი საქართველო" მომავალი კვირიდან დამოუკიდებლად დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას და შევეცდებით მთელი საქართველოს მასშტაბით გავიმეოროთ ნაძალადევის შუალედური არჩევნების შედეგები: ანუ დავამარცხოთ "ნაციონალური მოძრაობა" პირველ ტურში, ხოლო "ქართულ ოცნებას" არ მივცეთ 50%-იანი ბარიერის მიღწევის საშუალება და ბრძოლა გავაგრძელოთ მეორე ტურში", - აღნიშნავს კახა კუკავა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია