დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ შუალედური რაუნდი გაიმართა
ავტორი:
2018/ივნისი/13 17:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/dialogi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498407-saqarthvelosa-da-didi-britaneths-shoris-uordropis-strategiuli-dialogi-shualeduri-raundi-gaimartha.html", "headline": "საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ შუალედური რაუნდი გაიმართა", "datePublished": "2018-06-13 13:43:48", "dateModified": "2018-06-13 13:43:48", "description": "საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/dialogi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის ყოველწლიური ორმხრივი დიალოგის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ შუალედური რაუნდი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, „უორდროპის დიალოგი“ ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება. დიალოგის ფარგლებში პლენარული შეხვედრები წელიწადში ერთხელ, თბილისსა და ლონდონში მონაცვლეობით ტარდება. თბილისში გამართულ შუალედურ რაუნდს ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის თანადირექტორი რუპერტ აინლი.

სხდომაში საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი, საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს ბრიტანელი მრჩეველი ალექს ლუის პოლი და ბრიტანული საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე მონაწილეობდნენ.

შუალედურ რაუნდზე, მონაწილეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო-კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების დღის წესრიგი. ისაუბრეს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდგომ მიზნებსა და განვითარების შესაძლებლობებზე. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები პლენარული სხდომისთვის შესაბამის პანელებზე განსახილველი საკითხების თაობაზე.მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომდევნო პლენარული სხდომამიმდინარე წლის ნოემბერში თბილისში ჩატარდება.

შუალედური სხდომის შემდეგ, რუპერტ აინლი გაემგზავრება ბათუმში, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია