დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, ე.წ. მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებები სავარაუდოდ აღარ შეიქმნება
ავტორი:
2013/დეკემბერი/05 17:30:02
თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, ე.წ. მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებები სავარაუდოდ აღარ შეიქმნება და პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ამ ნაწილში ჩასწორდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის მოწინააღმდეგეთა კრიტიკა, ძირითადად, კანონპროექტის იმ ნაწილისკენ არის მიმართული, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტების რეგიონულ გაერთიანებად სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინსტიტუტი ყალიბდება, რომლის ფუნქციებიც არსებითად იცვლება. რეგიონული გაერთიანებების უფლებამისილება იქნება: შესაბამისი ტერიტორიის განვითარების სტრატეგიის შექმნა და დამტკიცება; მის მართვაში გადაცემული საავტომობილო გზების მართვა; მის მართვაში შემავალი სხვადასხვა სახის კულტურული დაწესებულებების მოვლა-შენახვა; გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტების მყარი ნარჩენების გადამუშავება და უტილიზაცია და სხვა. აღნიშნულ გაერთიანებას ასევე ეყოლება კოლეგიური ორგანო - საბჭო, რომელიც გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისგან დაკომპლექტდება და მას სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი უხელმძღვანელებს.
პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებების შექმნას ავტონომიური ერთეულის ჩამოყალიბებასთან აიგივებს და მასში სეპარატიზმის ხელშეწყობის საფრთხეს ხედავს.
სავარაუდოდ, სწორედ მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების შექმნის ინიციატივა გააკრიტიკა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, როცა "შუა რგოლის" შექმნის დაუშვებლობაზე ისაუბრა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით კი, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება საკითხი, რომ მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანები აღარ შეიქმნას და მის ნაცვლად ჩამოყალიბდეს სამხარეო ადმინისტრაცია და სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მთავრობის მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ თვითმმართველობის კოდექსის პროექტში რამდენიმე ნორმა შეიცვალა და პარლამენტის სხდომაზე "კოდექსის უფრო მოდიფიცირებული და დახვეწილი ვარიანტი იქნება წარდგენილი".
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია