დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შალვა ფიფიამ სპეციალური განცხადება გააკეთა 
ავტორი:
2013/დეკემბერი/16 21:30:02
"პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოში მანდარინის მოსავლის აღებისა და ექსპორტის კუთხით გარკვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად, საგანგებო გაფართოებული შტაბი შეიქმნა. არსებული პრობლემები რთულმა კლიმატურმა პირობებმა - უხვმა თოვლმა და ძლიერმა ყინვამ გამოიწვია. 25 წელია, ასეთი ტიპის უამინდობა, შტორმი, თოვლი და ყინვა აჭარასა და გურიაში არ ყოფილა.
საგანგებო შტაბს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით ნატროშვილი უხელმძღვანელებს. შტაბის შემადგენლობაში ასევე შედიან ფინანსთა, შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები, აჭარის მთავრობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
წელს საქართველოში ციტრუსის უხვი მოსავალია. თუ შარშან მანდარინის მოსავალმა 55 ათასი ტონა შეადგენდა, წელს რაოდენობა 100 - 110 ათას ტონამდეა.
საქართველოს გარდა, ციტრუსის უხვი მოსავალია მანდარინის ექსპორტიორ ქვეყნებშიც - ესპანეთი, მოროკო და თურქეთი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასზე და ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ციტრუსის ღირებულებაც შემცირდა. ჭარბი მოსავლისა და, შესაბამისად, მაღალი კონკურენციის გამო, საქართველოში მანდარინის საბაზრო ფასმა 35-45 თეთრი შეადგინა.
ხელისუფლებამ წელს უპრეცედენტო რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო ციტრუსის სუფსიდირებისთვის. კერძოდ, სახელმწიფომ 13 მილიონ 800 ათასი ლარს გახარჯავს, აქედან 12 მილიონი ლარით სტანდარტული მანდარინის სუფსიდირება ხორციელდება. სახელმწიფო ერთ კილოგრამ სტანდარტულ მანდარინში 15 თეთრს, ხოლო არასტანდარტულში 10 თეთრს იხდის.
სახელმწიფოს ხელშეწყობით, ციტრუსის ჩამბარებელი და დამამზადებლი პუნქტების შექმნისათვის, მსურველებს პავილიონები და მიწის ფართობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ. დღეს მანდარინის ჩამბარებელი 36 პავილიონი (შარშან ფუნქციონირებდა 18) ფუნქციონირებს. ქობულეთის გადამამუშავებელ ქარხანასთან მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ წელს ქარხანა გლეხებისგან 2-ჯერ მეტ არასტანდარტულ მანდარინს (20 000 ტონამდე) ჩაიბარებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოლაპარაკებები აწარმოა ყველა საექსპორტო ბაზრის მხარესთან და მიღწეულ იქნა შეთანხმებები საბაჟო ტარიფის დაწევასთან დაკავშირებით.
საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ბაზარზე მანდარინის დაშვებასთან დაკავშირებით. წელს, 7 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გავიდა რუსულ ბაზარზე ქართული მანდარინი.
მკვეთრად გაუარესებულმა კლიმატურმა პირობებმა დაუკრეფავი ციტრუსი დააზიანა და ექსპორტის პროცესიც შეაფერხა. უამინდობის გამო, პორტში ვერ შემოდიოდნენ გემები, რომლებზეც საექსპორტოდ გამზადებული მანდარინი უნდა დატვირთულიყო. დიდთოვლობის გამო ასევე გაჩერებულია მანდარინით დატვირთული 200-მდე ავტომანქანა.
ამინდის გაუმჯობესებისთანავე მანდრინის ექსპორტის პროცესი განახლდება, როგორც საზღვაო ისე სახმელეთო გზებით.
დღეისათვის ბათუმის პორტში შემოსული 3 ბორანი დაიტვირთა 10 000 ტონამდე მანდარინით, რომელიც ექსპორტზე უკრაინაში გავა. დღეის მდგომარეობით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 23 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი. აღსანიშნავია, რომ შარშან საქართველოდან მხოლოდ 10 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა.
2007 – 2011 წლებში მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს მიერ არც ერთი თეთრი არ გამოყოფილა. ფერემერებს არ ჰქონდათ აგროტექნიკური ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარების საშუალება რათა მიეღოთ ხარისხიანი მოსავალი. დაკეტილი იყო რუსეთის ბაზარიც. ციტრუსის მოსავლის დიდი ნაწილის რეალიზაცია, იძულების წესით სხვა მეწარმეების მიერ შესყიდვის ხარჯზე ხდებოდა", - განაცხადა ფიფიამ.


წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია