დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია
ავტორი:
2014/თებერვალი/12 18:00:02
"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების გარდა , პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მისგან გამომდინარე - "მაუწყებლობის შესახებ" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონებში დაგეგმილი ცვლილებები დარეგისტრირდა.
ცვლილებების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. პროექტში განსაზღვრულია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირების, თვითმმართველ თემში - გამგებლის, ხოლო თვითმმართველ ქალაქში - მერის პირდაპირი არჩევის წესი, კანდიდატების წარდგენასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაციული ჯგუფის ფორმატში მომზადებულ პროექტს აკრიტიკებს. მათი შეფასებით, მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის მიმართულებით არაფერს ცვლის და არსებულ სისტემას "საკუთარ თავზე ირგებს".




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1219
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია