დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - ყველა საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი ფარული მოსმენებსა და პირადი ცხოვრების დაცულობას შორის
ავტორი:
2014/დეკემბერი/01 09:00:03
ყველა საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი ფარული მოსმენების განხორციელებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობას შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
მისი თქმით, მოხდება ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონის შედეგის დაკვირვება, რათა გავიგოთ, რამდენად კმაყოფილია ქართული საზოგადოება.
"ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. პარლამენტში დებატები გუშინაც გრძელდებოდა. პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია და კანონი ძალაში შევიდა. ეს მრავალმხრივი პროცესია, რომელშიც სისტემის მრავალი შემადგენელი ნაწილია ჩართული, მათ შორის, სამოქალაქო სექტორიც. ყველა საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი სამართალდამცველების მიერ უსაფრთხოების მიზნებისთვის ფარული მოსმენების განხორციელებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობას შორის. ჩვენ დავაკვირდებით შედეგებს, რათა გავიგოთ, რამდენად კმაყოფილია ქართული საზოგადოება", -განაცხადა ნორლანდმა.
პარლამენტმა ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო გუშინ დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი ხმა მისცა13-მა.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაწესდა ფარული მოსმენა-მიყურადების ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, მასვე ექნება შესაბამის კომუნიკაციის საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა. მეორე "გასაღები" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კომენტარი "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 931
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია