დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანა ნაცვლიშვილი - ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება დემოკრატიის და სახელმწიფო ინტერესების დაცვა
ავტორი:
2018/იანვარი/09 16:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/nacvlishvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472324-ana-nacvlishvili-chemi-amosavali-tsertili-iqneba-demokratiis-da-sakhelmtsifo-interesebis-dacva.html", "headline": "ანა ნაცვლიშვილი - ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება დემოკრატიის და სახელმწიფო ინტერესების დაცვა", "datePublished": "2018-01-09 12:11:29", "dateModified": "2018-01-09 12:11:29", "description": "ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება ამ ქვეყნის ინტერესები, დემოკრატიის და სახელმწიფო ინტერესების დაცვა და ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/nacvlishvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება ამ ქვეყნის ინტერესები, დემოკრატიის და სახელმწიფო ინტერესების დაცვა და გაძლიერება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ახლად დანიშნულმა საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს წარდგენის შემდეგ განუცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პარლამენტთან კონსტრუქციული მუშაობა გაგრძელდება.

„პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ყოველთვის იყო მოწოდებული კონსტრუქციულად ამ უმნიშვნელოვანესი ურთიერთობების მიმართ. მეც მაქვს სრული მზაობა პატივისცემის და ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაყრდნობით მაქსიმალურად საქმიანი და შედეგიანი იყოს ურთიერთობა პარლამენტთან და ეს მაქვს იმედი რომ ეს ურთიერთობა დარჩება კონსტრუქციულობის ფარგლებში.

მთავარი, რის გამოც მე დავთანხმდი ამ საპატიო შემოთავაზებას, არის ჩემი სურვილი გავაგრძელო მუშაობა ამ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ამ ქვეყნის ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება ამ ქვეყნის ინტერესები, დემოკრატიის და სახელმწიფო ინტერესების დაცვა და გაძლიერება“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია