დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - გარკვეული მოლოდინია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი ნატოს მიმართულებითაც იყოს
ავტორი:
2013/ნოემბერი/30 00:00:03
გარკვეული მოლოდინია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი ნატოს მიმართულებითაც იყოს, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" ვილნიუსიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
"მომავალ წელს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ძალიან დიდ წარმატებას, რაც აისახება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაში", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. მისივე თქმით, არ სურს მოვლენებს გაუსწროს, თუმცა გარკვეული მოლოდინია, რომ ნატო-ს მიმართულებითაც იყოს მნიშვნელოვანი პროგრესი. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ნატო-მ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს ადეკვატურად ასახავს.
"ჰარმონიზაცია განსახორციელებელია და ასოცირების დღის წესრიგი ძალიან მალე შემუშავდება. ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ მივიღებთ დოკუმენტის პროექტს, რომელსაც ჰქვია ასოცირების დღის წესრიგი. დღის წესრიგის მიხედვით ჩვენ ვიმოქმედებთ, რომ ყველა ვალდებულება, რომელსაც კონკრეტულ დროში შესასრულებლად ავიღებთ, შევასრულოთ. რთულია იმის თქმა, რომელი კანონი შევა პირველი პარლამენტში მისაღებად ჰარმონიზაციისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად გაიწერება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირმა, ისევე, როგორც ევროატლანტიკურმა სივრცემ საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა, როგორც ძალიან საიმედო, ღირებულ პარტნიორად.
პეტრიაშვილის განცხადებით, ვილნიუსში გამართული შეხვედრების რაოდენობა და დონე აშკარად მეტყველებს, რომ საქართველოსადმი ინტერესი ძალიან დიდი და მაღალია. სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა როგორც სახელმწიფო მეთაურების სადილზე, ასევე დღეს სამიტზე, შეფასდა ძალიან პოზიტიურად, განსხვავებულად და ძალიან მკაფიო გზავნილებით.
"ყველა შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა დააფიქსირა ჩვენი სურვილი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების, მაგრამ ამავე დროს, რეალურად იყო საუბარი რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ზოლების გავლების პოლიტიკის გაგრძელებაზე და ამის ყოვლად დაუშვებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, რომ უმნიშვნელოვანესია დაჩქარდეს ხელმოწერის პროცესი და საქართველო თავის მხრივ მზად არის ყველაფერი გააკეთოს ამისთვის. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მივიღეთ კიდევ ერთხელ რწმუნება, რომ ევროკავშირის შესაბამისი ყველა სტრუქტურა იმუშავებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ხელმოწრა. მომავალ წელს დამატებითი რეჟიმით იქნება განხორციელებული სამუშაო, რადგან ყველა ხვდება, რომ ამ პერიოდში ზეწოლა გაძლიერდება მოლდოვაზეც, გაძლიერდება საქართველოზეც", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ძალიან პოზიტიურად შეფასდა ის პროგრესი რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ვიზის ლიბერალიზაციის მუშაობის მსვლელობისას.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გამოითქვა ღრმა რწმენა და ვალდებულება, რომ წინა ხელისუფლების არც ერთი პოლიტიკოსის მიმართ არ იქნება გამოყენებული შერჩევითი სამართალი.
"რეალუარად ქვეყანაში არ არსებობს შერჩევითი სამართალი, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღქმა, რომელიც არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომელიც უფრო და უფრო მცირდება, მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული და რეალურად საბოლოო ჯამში ეს საკითხი მოიხსნას", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია