დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მამუკა მდინარაძე - ჩვენი ამბიციური გეგმა პარლამენტის როლის გაძლიერების შესახებ ბუნებრივად ჯდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესში
ავტორი:
2018/თებერვალი/09 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477461-mamuka-mdinaradze-chveni-ambiciuri-gegma-parlamentis-rolis-gadzlierebis-shesakheb-bunebrivad-jdeba-qveynis-demokratiuli-ganvitharebis-interesshi.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - ჩვენი ამბიციური გეგმა პარლამენტის როლის გაძლიერების შესახებ ბუნებრივად ჯდება ქვეყ...", "datePublished": "2018-02-09 11:42:47", "dateModified": "2018-02-09 11:42:47", "description": "ჩვენი ამბიციური გეგმა პოლიტიკურ ცხოვრებაში პარლამენტის როლის გაძლიერების შესახებ ბუნებრივად ჯდება ქვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენი ამბიციური გეგმა პოლიტიკურ ცხოვრებაში პარლამენტის როლის გაძლიერების შესახებ ბუნებრივად ჯდება ქვეყნის დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარების ინტერესში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მთავარი გზავნილები გაახმოვანა.

„მოგეხსენებათ, ირაკლი კობახიძის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მან საჯარო გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე, ახალ კონსტიტუციურ მოწყობაზე და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიერ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ხსენებული რეფორმების ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და აღიარება. ჩვენი ამბიციური გეგმა პოლიტიკურ ცხოვრებაში პარლამენტის როლის გაძლიერების შესახებ ბუნებრივად ჯდება ქვეყნის დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარების ინტერესში და როდესაც ამ გეგმას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა აქვს, ის კიდევ უფრო რეალისტური ხდება“, - განაცხადა მდინარაძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 543
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია