დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სარფში, ვალესა და სადახლოზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს 
ავტორი:
2014/ივლისი/08 01:30:09
5-6 ივლისს,საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“ ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების თურქეთიდან საქართველოში შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, ირანის მოქალაქეებს გ.ხ-სა და ო.მ-ს ბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები: ACETAMINOFHEN CODEINE 19 აბი და DIPHENOXYLATE20 აბი აღმოაჩნდათ. ამავე პერიოდში საქართველოს საბაჟო საზღვარი სგპ „ვალეს“ გავლით, აშშ-ს ორმა მოქალაქემ ჯ.ტ-მ და გ.ჯ-მ გადმოკვეთეს. მათი ხელბარგის დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმაფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები: DIAZEPAM 101 აბი, TRAMADOL 28 აბი, ZOLPIDEM 29 აბი, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი „SUDAFED“(pseudoefhedrine)5 აბი აღმოაჩინეს.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია