დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - სასიხარულოა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ ორი თვით გადმოიწია
ავტორი:
2014/მარტი/21 12:30:02
ძალიან სასიხარულოა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ ორი თვით გადმოიწია. ამის შესასხებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის ჩათვლით, არაუგვიანეს ივნისამდე მოეწერება ხელი.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ორი თვით კიდევ უფრო გადმოიწია ამ ხელშეკრულების ხელმოწერამ. იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. ეს არა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია პროცესის დაჩქარებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო მზად არის ამ ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ჩვენ უკვე წარვადგინეთ ამ ხელშეკრულების ქართული ტექსტი და სხვა მხრივაც, საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც განსახორციელებელი იყო ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწერს ხელს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ სოციალურ ქსელ თწიტტერ-ზე, საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა", - წერს ბაროზო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის გუშინდელ სამიტზე მიიღეს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია