დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ევროკავშირთან ლიბერალური სავიზო რეჟიმი ექნება
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 17:30:02
საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციას უახლოეს მომავალში ელოდება, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირმა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მოიწონა.
"დეკლარაციის ტექსტში სავიზო ლიბერლიზაციის მიმართულებით საქართველომ ძალიან კარგი შედეგები დააფიქსირა. შესაბამისად ველით, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ევროკავშირთან ლიბერალური სავიზო რეჟიმი ექნება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია