დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
ავტორი:
2014/მაისი/14 13:00:09
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად ამოყვანა მოხერხდება.
"დიდი მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა თურქეთს. ქალაქ სომას მაღაროში მომხდარ აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები, ასობით ნანგრევებშია მოყოლილი.
საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, მთელ თურქ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ ამ დიდი განსაცდელის დროს. იმედი მაქვს, მოხერხდება ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად გამოყვანა და მათი გადარჩენა", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია