დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ”ქართულ ოცნებას” იყოს კონსტრუქციული, რეალისტური და ნუ დაიწყებს უაზრო ინიციატივებზე საუბარს
ავტორი:
2017/აგვისტო/18 11:30:02
„მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან საკონსტიტუციო საკითხებზე მოლაპარაკების პროცესში კონსტრუქციულობას გამოიჩენს.

მისი თქმით, შეთანხმება უნდა მოხდეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ა.შ.

”მე არ მინდა წინასწარი შეფასებებით დავამძიმო დღევანდელი შეხვედრა, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე მოვუწოდებ ”ქართულ ოცნებას” იყოს კონსტრუქციული, რეალისტური და ნუ დაიწყებს უაზრო ინიციატივებზე საუბარს. აზრი აქვს სულ რამდენიმე საკითხზე მსჯელობას. ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, საარჩევნო ბარიერი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ”ქართულ ოცნებას” ერთხელ მაინც აღმოაჩნდება რაციონალურობის მარცვალი და სწორ საკითხებზე დაიწყებს მსჯელობას”, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში ოპოზიციის პოზიცია იყოს ერთიანი.

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს, 17:00 საათზე, პარლამენტში გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია