დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი
ავტორი:
2017/სექტემბერი/05 10:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-05 05:43:43", "headline" : "საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/526cff26586565164c6d979b39cbebc7.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450501-saqarthvelosa-da-belarusis-sagareo-saqmetha-saministroebis-thanamshromlobis-programas-moetsera-kheli.html", "headline": "საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი", "datePublished": "2017-09-05 05:43:43", "dateModified": "2017-09-05 05:43:43", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/526cff26586565164c6d979b39cbebc7.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტი 2018-2019 წლებისთვის თანამშრომლობას მოიცავს. ხელმოწერის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფრენციაზე მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს კიდევ უფრო აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას უწყებებს შორის, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი მიმართულებით, ასევე ინფორმაციების გაცვლისა და დიპლომატური კადრების მომზადების სფეროში.

ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით. ორივე ქვეყნის საგარო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოსა და ბელარუსს შორის ბოლო წლებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, რასაც დამატებითი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლამ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექტორალური თანამშრომლობის საკითხებს და ამ კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს. მინისტრები სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას მიესალმნენ - მიმდინარე წლის მხოლოდ 7 თვის მონაცემებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი. როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა საქართველო ავითარებს და დღითიდღე მომზიდველი ხდება თავისი რეგიონული სატრანზიტო ფუნქციებით და ამ მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული პროექტები შესაძლოა საინტერესო იყოს ბელარუსისთვის.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო და ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობა სარგებლის მომტანია არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ იგი მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს რეგიონის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. ბელარუსის მხარემ გამოხატა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს თბილისში ნოემბერში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმში და დაინტერესება გამოთქვა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს თბილისთან ამ მიმართულებით. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ბელარუსის ბიზნესწრეების საქმიანობა, რომლის შედეგადაც ორივე ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი იზრდება.

სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორისი ურთიერობების პარალელურად აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელარუსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გაცნო კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ბოლო განვითარებები. მინისტრებმა ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთმხარდაჭერას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობის საკითხებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში. აღინიშნა, რომ ინიციატივა კარგ შესაძლებლობებს იძლევა როგორც მასში ჩართული ცალკეული ქვეყნების განვითარებისთვის, ასევე ერთიანი პლატფორმით სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის. ამ კუთხით მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის ინიციატივის - "20 deliverables for 2020" შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას. 24 ნოემბრის „აღმოსავლეთ პარტნიორების“ სამიტზე საუბრისას აღინიშნა, რომ სამიტმა ახალი იმპულსი უნდა შესძინოს პარტნიორობას და ხელი შეუწოს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაძლიერებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა პარტნიორობა მიმზიდველი უნდა დარჩეს მონაწილეთა ინტერესებისა და ამბიციების გათვალისწინებით.

მინისტრებმა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები, რისი დასტურიცაა მინსკში გამართული თბილისობის დღესასწაული. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ გამოხატა დიდი დაინტერესება და მოლოდინი საქართველოში მიმდინარე წლის ნოემბერში ბელორუსის კულტურის დღეებისადმი, რომლის დროსაც დაგეგმილია საქართველოში ბელარუსის კულტურის მინისტრის ვიზიტი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია