დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს მთავრობა მზადაა აფხაზებსა და ოსებს გაუზიაროს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოიტანს
ავტორი:
2013/ნოემბერი/28 20:00:03
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც პაატა ზაქარეიშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად სახელმწიფოსთვის და კონკრეტულად კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგების კუთხით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგება ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება.
"ვილნიუსში ასოცირების შეთანხმების პარაფირებით კიდევ ერთი ნაბიჯით გავამყარეთ ჩვენი ევროპული არჩევანი. ეს არის მომავალი, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და რომელსაც ვთავაზობთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს. საქართველოს მთავრობა მზადაა, მათ გავუზიაროთ ყველა ის სარგებელი, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოუტანს საქართველოს.
ევროკავშირი დღეისათვის წამყვანი საერთაშორისო აქტორია საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით. 2008 წლის შემდეგ საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მნიშვნელოვანია, რომ ამ მისიას მანდატის სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით მუშაობს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელშიც ევროკავშირის მიერ ფასილიტირებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას ეფუძნება.
კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობისთვის საქართველოში ევროკავშირი არაერთ პროექტს ახორციელებს, რაც მიმართულია სწორედ ხალხთაშორის კონტაქტების წახალიხების და ნდობის აღდგენისაკენ. ევროკავშირის ჩართულობის მთავარი წინაპირობა და შემადგენელი არაღიარების პოლიტიკაა, რომელსაც მყარად უჭერს მხარს როგორც ევროკავშირი, ისე საერთაშორისო საზოგადოება",-ნათქვამია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია