დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დღეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2014/აგვისტო/18 09:00:02
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს აზერბაიჯანში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, შეხვედრა უკვე დიდი ხანია მზადდება და ქართული მხარე შარშანაც ამ ინიციატივით გამოვიდა.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანში ეს სამი მინისტრის პირველი ფორმალური შეხვედრა იქნება.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს შეხვედრები და შემდეგ უკვე გაფორმებული შეთანხმება მიეძღვნება იმის დაგეგმარებას, რომელსაც სამი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები შეუდგება და ეს იქნება ის, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიტიკულ ვითარებებში საკომუნიკმაციო ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ნავთობსადენების, გაზსადენების, რკინიგზის კომუნიკაციების დაცვა იმ შემთხვევაში თუ კი მოხდება სამხედრო ესკალაცია.
"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ამ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების დარეგულირებაზე და არავის საწინააღმდეგო ნაბიჯი ეს არ არის. პირიქით, ამგვარი შეთანხმებები კიდევ დამატებით საფუძველს და საყრდენს ქმნის რეგიონალური სტაბილურობისთვის", - აღნიშნა ალასანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1332
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია