დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცოტნე ყავლაშვილი - ლარი არის სტაბილურად ჯანსაღი და გაუფასურების საფრთხე არ არსებობს
ავტორი:
2017/სექტემბერი/06 19:00:03
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-06 15:04:45", "headline" : "ცოტნე ყავლაშვილი - ლარი არის სტაბილურად ჯანსაღი და გაუფასურების საფრთხე არ არსებობს", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/820cb98c0d25bbd45e3b98145c946422.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ცოტნე ყავლაშვილი - ლარი არის სტაბილურად ჯანსაღი და გაუფასურების საფრთხე არ არსებობს" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450864-cotne-yavlashvili-lari-aris-stabilurad-jansaghi-da-gaufasurebis-safrthkhe-ar-arsebobs.html", "headline": "ცოტნე ყავლაშვილი - ლარი არის სტაბილურად ჯანსაღი და გაუფასურების საფრთხე არ არსებობს", "datePublished": "2017-09-06 15:04:45", "dateModified": "2017-09-06 15:04:45", "description": "მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, ნუ აჰყვებიან სპეკულაციებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან, ლარის კურსთან მიმართებაში, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/820cb98c0d25bbd45e3b98145c946422.jpg", "height": 470, "width": 246 } } მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, ნუ აჰყვებიან სპეკულაციებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან, ლარის კურსთან მიმართებაში, ვინაიდან ეკონომიკური ფაქტორები ლარის კურსის ფორმირებაზე რაც გავლენას ახდენს, არის სტაბილურად ჯანსაღი და გაუფასურების საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, კურსის მერყეობა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არსებობს, გარკვეულ ფსიქოლოგიურ მოვლენებთან არის დაკავშირებული. “რაც შეეხება მოკლევადიან მერყეობას, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ ლარის კურსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინების საკითხია. მოლოდინი იმის მიმართ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ფენაში არსებობს სტერეოტიპული მოლოდინი, რომ ვინაიდან აგვისტო არის ეკონომიკურად აქტიური თვე და ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის საქართველოში და მაღალია შემოსავლები, ასეთი მოლოდინი არსებობს, რომ ამ თვეში უნდა იყოს ყველაზე დაბალი კურსი. არის ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც აგვისტოს შემდეგ ხალხის გარკვეული კატეგორია ეკონომიკურად გაუმართლებელ, არასწორი დასკვნებით კონვერტირებას ახორციელებს, რაც შემდეგ შესაძლებელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციებით აჟიოტაჟში გადაიზარდოს და მოსახლეობა დაზარალდეს. საუბარია ისეთ პოლიტიკურ სპეკულაციებზე, როგორიც დღეს და წინა დღეებში გვესმოდა. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ სპეკულაციებს, განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მხრიდან წამოსულ სპეკულაციებს ლარის კურსთთან დაკავშირებით ნუ აჰყვებიან”, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 816
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია