დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - მხოლოდ სია არ არის რეზოლუციაში, მასში არის სხვა ბევრი ძალიან პრინციპული საკითხიც
ავტორი:
2018/მარტი/21 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_90b9f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484194-mamuka-mdinaradze-mkholod-sia-ar-aris-rezoluciashi-masshi-aris-skhva-bevri-dzalian-principuli-sakithkhic.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - მხოლოდ სია არ არის რეზოლუციაში, მასში არის სხვა ბევრი ძალიან პრინციპული საკითხიც", "datePublished": "2018-03-21 10:11:52", "dateModified": "2018-03-21 10:11:52", "description": "ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო რეზოლუციის პროექტშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_90b9f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო რეზოლუციის პროექტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა საკითხებიცაა და საპარლამენტო უმცირესობას სწორი აქცენტების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

განცხადება ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ აქცენტი მხოლოდ სიაზე კეთდებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ სია არ არის ამ რეზოლუციაში. უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაში, რომელსაც ძალიან კარგია, რომ უმცირესობა დასთანხმდა, არის ბევრი ძალიან პრინციპული საკითხი, რომელიც ამ ფორმით არ დაფიქსირებულა. კერძოდ, რეზოლუციაში მოხდა ხაზგასმა პრინციპულ დამოკიდებულებაზე ოკუპაციის მიმართ; დეოკუპაციის კონკრეტულ პირობებზე; ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებაზე; უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი - რეზოლუციის ტექსტიც, პრემიერის განცხადებაც, თითოეული ჩვენგანის მიდგომა, განცხადება თუ ფრაზა გამომდინარეობს მთავარი პრინციპიდან - ჩვენ არჩეული გვაქვს სწორი გზა, პრაგმატული, პრინციპული, სამშვიდობო დამოკიდებულება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამ პრინციპებში ჯდება თითოეული სიტყვა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის გახმოვანებული“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ოპონენტებს საპარლამენტო უმცირესობიდან მიმართა, რომ აქცენტების სწორად დასმაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი, პრინციპული საკითხია ნახსენები, რომელთან დაკავშირებითაც საერთო პოზიცია გაგვაჩნია და გულწრფელად ძალიან მიხარია, რომ საქართველო, ქართული პარლამენტი ახერხებს პრინციპული, სამშვიდობო და იმ პრაგმატული პოზიციის დაფიქსირებას, რაც დეოკუპაციისკენ მიმავალ გზაზე ქმნის სწორ საფუძველს და სწორ დასაყრდენს“, - დასძინა მდინარაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია