დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს
ავტორი:
2014/თებერვალი/16 15:00:03
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ეროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციაში ერთვება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ვილნიუსის სამიტის დროს ხელი მოეწერა ევროკავშირთან კრიზისების მართვის ოპერაციებში ჩართვის ხელშეკრულებას.
"საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში თავის წვლილს შეიტანს", - აღნიშნა ზალკალიანმა.
როგორც ცნობილია, ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების ჩართვასთან დაკავშირებით ევროკავშირის შეთავაზებას ქართული მხარე განიხილავს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მოგვიანებით მიიღებს.
"ასეთი თხოვნით ევროკავშირმა მიმართა საქართველოს, რომლის შეიარაღებულ ძალებს აქვს ძალიან მაღალი გამოცდილება, დიდი პროფესიონალიზმი და საბრძოლო გამოცდილება და ჩვენ, ქართული მხარე ვართ ამ წინადადების განხილვის სტადიაში", - განმარტა ირაკლი ალასანიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია