დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე ხელისუფლებას "საქართველოს ევროპული მომავლის ერთობლივად დაცვას" სთავაზობს
ავტორი:
2013/ნოემბერი/27 21:00:02
დავით ბაქრაძე ხელისუფლებას "საქართველოს ევროპული მომავლის ერთობლივად დაცვას" სთავაზობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ვილნიუსიდან იუწყება, ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს ლიტვაში განუცხადა. ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებული იქნება არა მხოლოდ მოქმედი ხელისუფლებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ თემებზე წლების განმავლობაში მუშაობდა.
"ვფიქრობ, ამ საკითხში ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და ორივეს უნდა ეყოს პასუხისმგებლობა, რომ მთავარ თემად არ ვაქციოთ უთანხმოება, შიდა პრობლემები და მთავარი თემა იყოს საქართველოს ევროპული მომავალი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. მას შემდეგ, რაც სამეზობლო პოლიტიკიდან მხოლოდ ორი ქვეყანა დარჩა, რომელიც ხელს აწერს ასოცირების შეთანხმებას, ეს ორი ქვეყანა გახდება რუსეთის მთავარი სამიზნე", - განაცხადა ბაქრაძემ.
საპარლამეტო უმცირესობის ლიდერი რუსეთისგან საქართველოს ევროპული კურსის ხელშესაშლელად ძალიან დიდ ზეწოლას ელოდება. შესაბამისად, ბაქრაძის თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა ურთიერთდაპირისპირება, არამედ - საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა.
"ჩვენ ერთად უნდა აღვუდგეთ რუსეთის ზეწოლას. ვისურვებდი, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ბრძოლის ნაცვლად შეძლოს თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა. მე, როგორც ოპოზიციის ლიდერი, მზად ვარ ყველა ამ საკითხში ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან", - აღნიშნა ბაქრაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია