დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ბახტაძე ილჰამ ალიევს შეხვდა
ავტორი:
2017/დეკემბერი/22 16:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/baxtadze_d47d5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470150-mamuka-bakhtadze-ilham-alievs-shekhvda.html", "headline": "მამუკა ბახტაძე ილჰამ ალიევს შეხვდა", "datePublished": "2017-12-22 12:20:57", "dateModified": "2017-12-22 12:20:57", "description": "საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/baxtadze_d47d5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობას, სამხრეთ კავკასიური ლოგისტიკური დერეფნის შესაძლებლობების განვითარებას და აღნიშნულ დერეფანში ტვირთების დამატების შესაძლებლობას, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებებს ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიღწევის თვალსაზრისით.

შეხვედრის დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმედი გამოითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია