დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - არ მგონია, რომ უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლის დრო დადგა
ავტორი:
2018/აპრილი/05 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486856-eka-beselia-ar-mgonia-rom-umravlesobis-shemadgenlobidan-deputatebis-gasvlis-dro-dadga.html", "headline": "ეკა ბესელია - არ მგონია, რომ უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლის დრო დადგა", "datePublished": "2018-04-05 08:42:45", "dateModified": "2018-04-05 08:42:45", "description": "არ მგონია, რომ უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლის დრო დადგა – ამის პერსპექტივას ვერ ვხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არ მგონია, რომ უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლის დრო დადგა – ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, ის გედევან ფოფხაძეს ტელეფონით ესაუბრა, დღეს კი შეხვედრას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბარს აპირებს.

“გედევან ფოფხაძეს სხვა პოლიტიკური გამოცდილება და გამორჩეული მორალური სტანდარტები აქვს. მას ტელეფონით ვესაუბრე და დღეს პირადად ვნახავ. რა თქმა უნდა, მას დაველაპარაკები მეც და პოლიტიკური გუნდის ლიდერებიც. შესაძლებლობა გვექნება ვესაუბროთ იმ წუხილზე, რის გამოც გედევან ფოფხაძემ ასეთი განცხადება გააკეთა. მესმის, რომ გუშინდელი კენჭისყრა ბევრი კოლეგისათვის იყო ემოციური. ბევრმა კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა და ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატს ხმა არ მისცა. ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით უფრო ღია და გულწრფელი საუბარი გვჭირდება”, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

გუშინ პარლამენტმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ პოზიციაზე უმცირესობის კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძე აირჩია. პარლამენტის გადაწყვეტილება გააპროტესტა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც უმრავლესობიდან გასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია