დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები გუბერნატორის გადადგომას ითხოვენ
ავტორი:
2014/იანვარი/21 17:30:03
კანცელარიაში გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეთა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განუცხადა.
როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, მათ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებმა, კერძოდ, რეგიონული მართვის დეპარტამენტისა და იურიდიული სამსახურის უფროსმა მოლაპარაკების გორში გაგრძელება შესთავაზეს. მათივე თქმით, მთავრობის მხრიდან შეთავაზება იყო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთონ მთავრობის წარმომადგენლები, მოვაჭრეები, შიდა ქართლის მთავრობა და ინვესტორები.
მოვაჭრეები მთავრობის ამ შეთავაზებაზე არ დათანხმდნენ და აქციას გააგრძელებენ. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. რამდენიმე მათგანმა ისიც განაცხადა, რომ კანცელარიაში შესულიყვნენ და აქცია შენობაში გაეგრძელებინათ, თუმცა ეს არ მოხდა.
ამჟამად კანცელარიის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1218
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია