დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„მანიაკალური მტრობა, რომელიც ღვივდებოდა წინა მთავრობის მიერ, წარსულში დარჩა“ - გრიგორი კარასინი 
ავტორი:
2013/ნოემბერი/22 10:30:10
პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე, აბაშიძე და სერგეი ლავროვის მოადგილე სოჭის ოლიმპიადაზეც საუბრობდნენ. მხარები რუსეთში, საქართველოს სასარგებლოდ, ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული პირების საკითხსაც განიხილავდნენ.
„დღეს აღვნიშნეთ, რომ მანიაკალური მტრობა, რომელიც ღვივდებოდა წინა მთავრობის მიერ, წარსულში დარჩა. წინ გველოდება ურთიერთმოქმედების, ერთობლივი გადაწყვეტილების ძიების კონსტრუქციული პერიოდი, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარის ინტერესების პატივისცემის წესებს, ხალხზე ზრუნვას, ჰუმანიტარულ კავშირებს, იმას, რომ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები, გადავწყვიტოთ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ასევე, ერთად მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში. ერთი სიტყვით, უამრავი საკითხია“, - განაცხადა კარასინმა.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით კი, მოლაპარაკების რეალური წარმატებისთვის აუცილებელია, ჟენევის შეხვედრების დროსაც პროგრესი იყოს.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება. ჩვენ ასევე დავადასტურეთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, ახალი პრეზიდენტი მხარს უჭერენ ჩვენი დიალოგის გაგრძელებას. მინდა, აღვნიშნო, ასევე, ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც დიალოგის დაწყებაში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეასრუალა. ის განსაკუთრებული, ღრმა წვდომით პრობლემებისა და განსაკუთრებული ტაქტით ხელმძღვანელობდა ამ საქმეს“, - აღნიშნა აბაშიძემ.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია