დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ჩიქოვანი - ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი ზეგავლენა ექნება საქართველოს ხელისუფლებაზე
ავტორი:
2013/ნოემბერი/21 12:30:03
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ხელისუფლებაზე დიდი ზეგავლენა ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა აღნიშნა, 2 წლის წინაც, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოთქმული ერთი ფრაზაც კი ზეგავლენას ახდენდა ქართულ პოლიტიკაზე და ეს რეალობაა.
ჩიქოვანის თქმით, ამ ადამიანმა საკუთარი წონა ქართულ საზოგადოებაში შეიქმნა არა პოლიტიკური მოღვაწეობით, არამედ საზოგადო მოღვაწეობით, რომელიც შემდგომში პოლიტიკური მოღვაწეობით გაგრძელდა.
დეპუტატის განცხადებით, პოლიტიკური საქმიანობით ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მას ქართულ საზოგადოებაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი აქვს.
"იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ იქნება, აბსურდია. შემდგომშიც მე მგონია, რომ მას საკმაოდ დიდი ზეგავლენა ექნება საქართველოს ხელისუფლებაზე და ზოგადად საზოგადოებრივ აზრზე. რა თქმა უნდა, ის ამ ყველაფრის ერთადერთი მაფორმირებელი არ იქნება, მაგრამ გვინდა არ გვინდა, თქვენც ჟურნალისტები მის ყველა განცხადებას განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლით და გააჟღერებთ", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 24 ნოემბერს გააკეთებს. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდს შეაჯამებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია