დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო-სერბეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
ავტორი:
2017/სექტემბერი/22 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/serbeti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453743-saqarthvelo-serbethis-saparlamento-megobrobis-jgufis-tsevrebi-serbethis-respublikis-parlamentis-sagareo-saqmetha-komitetis-tsevrebs-shekhvdnen.html", "headline": "საქართველო-სერბეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ", "datePublished": "2017-09-22 11:35:38", "dateModified": "2017-09-22 11:35:38", "description": "საქართველო-სერბეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გედევან ფოფხაძე ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/serbeti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო-სერბეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გედევან ფოფხაძე ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებსა და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველო-სერბეთის საერთო მიზნებსა და გამოწვევებს, რომელიც ევროინტეგრაციასა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება.

შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„სამწუხაროდ, სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ იყო ინტენსიურ ფაზაში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა დამყარდეს და განვითარდეს. ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ქვეყნები, რომელთაც ძალიან ბევრი საერთო მიზნები და გამოწვევები აქვს. ეს ეხება როგორც ევროინტეგრაციის პროცესს ასევე, ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სერბეთის პრობლემებზე აფხაზეთთან და კოსოვოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ საგარეო სივრცეში ურთიერთმხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე, საელჩოების გახსნის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

„ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიური უნდა გავხადოთ. საელჩოების გარეშე ამის განხორციელება რთული იქნება. ჩვენ გვჭირდება წარმომადგენლობა სერბეთში ისევე, როგორც მათ სჭირდებათ თავიანთი წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენ კულტურულად, მენტალურად და ისტორიულად ძალიან ახლობელი ქვეყნები ვართ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ეს ურთიერთობები გაღრმავდეს, რადგან ეს იქნება საერთო ინტერესების წინაპირობა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაში სერბეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მონაწილეობდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია