დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
ავტორი:
2018/იანვარი/24 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kobaxidzeelchi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474576-irakli-kobakhidze-saqarthveloshi-thurqethis-akhlad-danishnul-elchs-shekhvda.html", "headline": "ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა", "datePublished": "2018-01-24 11:37:20", "dateModified": "2018-01-24 11:37:20", "description": "პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kobaxidzeelchi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-თურქული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.

აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ბევრი გამოწვევის, განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების, პირობებში.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმარს თურქეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებას როგორც მეგობრობის ჯგუფებს შორის, ასევე პარლამენტების სპიკერების გაცვლითი ვიზიტების ფორმატში. ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს პარლამენტარებს შორის უფრო აქტიური კონტაქტების დამყარებას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში თურქული ინვესტიციების მოზიდვა. თურქმა დიპლომატმა მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად შეუწყოს ხელი თურქული ინვესტიციების განხორციელებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ისაუბრეს, ასევე საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატებში, კერძოდ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და საერთაშორისო საპარლამენტო კავშირში, თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი აღნიშნულ ფორმატებში კოორდინირებულად იმოქმედებენ და ერთმანეთს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

ირაკლი კობახიძემ ფატმა ჯერენ იაზგანს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია