დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია - ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იყო
ავტორი:
2014/იანვარი/27 10:30:02
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მათი მმართველობის დროს ყველაზე მწვავე და მტკივნეული საკითხი პენიტენციურ სისტემაში განვითარებული მოვლენები იყო. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქოდა ლეგიტიმური ამოცანა - მოესპო ორგანიზებული დანაშაული ქვეყანაში.
"რეფორმის შედეგად ახალი შესაძლებლობები მიეცა ადმინისტრაციას. მათ უნდა ემართათ სისტემა ისე, რომ ძალადობა საჭირო არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, ეს მექანიზმი გამოუყენებლი დარჩა და ძალადობრივ, ხშირად უკანონო მეთოდებს დაემყარა ამ სისტემის მუშაობა",-განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ციხის კადრებზე ახალმა ხელისუფლებამ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩაატარა.
"მეტიც, გაათავისუფლა ის ადამიანები, რომლებიც საკვანძო ფიგურები იყვნენ პატიმრების წამებაში, მაგრამ ვერ გავექცევით რეალობას, რომ ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იყო", - განაცხადა ბოკერიამ.
როგორც მან აღნიშნა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიაღწია იმას, რომ პოლიციის განყოფილებებში სისტემური დანაშაული აღმოიფხვრა.
"ბოლო, შემზარავმა ფაქტებმა, რომელიც სამეგრელოში მოხდა, დააკნინა ჩვენს მიერ გატარებული რეფორმა. მართალია, ფაქტი განყოფილებების გარეთ მოხდა, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები სჩადიოდნენ ამ დანაშაულს. ეს ადასტურებს იმას, რომ უწყებაში არსებობდნენ ელიტარული სპეცჯგუფები, რომლებიც არასაკმარისად კონტროლდებოდა", - დასძინა ბოკერიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია