დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სექტემბრიდან ასოცირების ხელშეკრულების 80% ამოქმედდება
ავტორი:
2014/ივლისი/17 12:00:02
ასოცირების ხელშეკრულების დროებითი გამოყენება პირველი სექტემბრიდან დაიწყება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ხელშეკრულების დროებითი გამოყენება სექტემბრის თვიდან მოხდება რაც ყოვლისმომცვლელი, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედებას გულისხმობს. ფანჯიკიძის თქმით, ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ის ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც აღმოსავლეთი პარტნიორობის მინისტერიალზე მიიღებს მონაწილეობას.
,,დღეს იწყება ასოცირების ხელშეკრულების საკომიტეტო მოსმენები. მე მცირე მოხსენება მექნება, სადაც ყველა დეპუტატის კითხვას გავცემთ პასუხს. ამ პროცესს მთელი დღის განმავლობაში გავაგრძელებთ. ხვალ, პლენარულ სხდომაზე მოხდება ხელშეკრულების რატიფიცირება. ორშაბათს მივემგზავრები ბრიუსელში, აღმოსავლეთი პარტნიორობის მინისტერიალზე, სადაც იქნება 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და სადაც მე, რატიფიცირების სიგელს ჩავიტან. პირველ რიგში ამით დასრულდება პროცედურები. ასოცირების ხელშეკრულების დროებითი გამოყენება პირველი სექტემბრიდან დაიწყება. ამოქმედდება ხელშეკრულების 80% და ეს პირველ რიგში ეხება ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების საკითხებს", - აცახდებს ფანჯიკიძე ჟურნალისტებთან.
პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების საკომიტეტო განხილვები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1000
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია