დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსული "ბიბისი" - საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები სირიაში საბრძოლველად მიდიან
ავტორი:
2013/ნოემბერი/21 11:30:02
"საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები სირიაში მიდიან საბრძოლველად", - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული "ბიბისი" მურად შაშინის სტატიას პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებზე. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ როგორც გაერო-ს ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა, პანკისის ხეობა ბოლო წლებში მივიწყებულია, რადგან რამზან კადიროვის პრორუსულ რეჟიმს არ უნდა, რომ ჩეჩნეთში დააბრუნოს პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნები. საქართველოს ხელისუფლება იქ მცხოვრებთა დახმარებას ვერ ახერხებს, რუსეთს კი პანკისელი ჩეჩნები არ აინტერესებს.
როგორც მურად შაშინი წერს პანკისის ხეობაში მისი ვიზიტის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რატომ მიდიან სირიაში საბრძოლველად პანკისელი ჩეჩნები, რომლებიც სირიელ ამბოხებულებს ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობაში ეხმარებიან.
"მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომარ შიშანია, რომელიც დაჯგუფება "ჯაიშ ალ-მუჰაჯირინ ვა ალ-ანსარის" (რაც არაბულიდან თარგმანში "ემიგრანტთა და დამხმარეთა არმიას" ნიშნავს) ლიდერია. დაჯგუფება "ალ ქაიდასთანაა" კავშირში და მასში უამრავი უცხოელი ბოევიკია გაწევრიანებული, რომელთა უმრავლესობა ჩრდილოეთ კავკასიიდან არიან ჩამოსული", - წერს მურად შიშანი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, პანკისის ხეობის მოსახლეობა ხელმოკლედ ცხოვრობს და მათი შემოსავლის მთავარი წყარო, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, პენსიებია.
მურად შიშანი ასევე წერს, რომ რამდენიმე წლის წინ პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდა სალაფიტი ჩეჩნები ჩრდილოეთით, ჩეჩნეთში მიდიოდნენ. მისივე თქმით, ისინი ჩეჩენი სეპარატისტის დოკუ უმაროვის დაჯგუფება "იმარატ კავკაზის" შემადგენლობაში იბრძოდნენ.
"თუმცა, 2011 წლის მარტიდან, როდესაც სირიაში ამბოხებები დაიწყო, ჩეჩნების უმრავლესობა "იმარატ კავკაზში" ბრძოლის მაგივრად, სამხრეთისკენ გაემართნენ სუნიტელი ამბოხებულების დასახმარებლად, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ასადის რეჟიმის დასამხობად იბრძვიან", - წერს სტატიის ავტორი და საქართველოში ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლის, უმარ იდიგოვის კომენტარს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ამ დროისთვის სირიის საბრძოლო ოპერაციებში დაახლოებით 200 ჩეჩენი მონაწილეობას. თუმცა, თავად იდიგოვი ამის წინააღმდეგია.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს სოფელ ჯოყოლოს სალაფიტი იმამის აიუბ ბორჩაშვილის კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ პანკისელი ჩეჩნების სირიაში ბრძოლის მიზეზი ძირითადად ის არის, რომ ახალგაზრდა ჩეჩნებს სწამს, რომ უნდა დაეხმარონ სირიის ჩაგრულ ხალხს.
"თავდაპირველად დოკუ უმაროვი ჩეჩენი ბოევიკების სირიაში ბრძოლის წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ ისინი "იმარატ კავკაზს" უნდა დაეხმარონ. თუმცა, შემდეგ მან მხარი დაუჭირა სირიაში მათ ბრძოლას", - წერს მურად შიშანი.
ავტორი ასევე ციტირებს ჩეჩენ ბოევიკებთან დაახლოებული წყაროს კომენტარს, რომელმაც "ბიბისისთან" საუბრისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არ არის ისეთი დონის საწვრთნელი ბანაკები, როგორიც სირიაშია. ასევე არ არის საჭირო რესურსები.
"გვრცხვენია, რომ სირიაში მივდივართ მაშინ, როცა კავკასია ჯერაც ოკუპირებულია, მაგრამ ახალგაზრდები უკან ბრუნდებიან სირიაში სასწავლო კურსის გავლის შემდეგ. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მაშინვე დაბრუნდა მთებში, როგორიც კი სირიაში ასაფეთქებელი მოწყობილობის (დამზადება და გამოყენება) მომზადება შეისწავლა. ამ მხრივ, "იმარატ კავკაზისთვის" ხელსაყრელია, რომ სირიაში ვიბრძვით, რადგან შემდეგ ის ნამდვილ, კარგად მომზადებულ ბოევიკებს იღებს", - ციტირებს ავტორი ჩეჩენ ბოევიკებთან დაახლოებული წყაროს კომენტარს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია