დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოგა ხაჩიძე - ქართული პროცედურული დემოკრატიის მამამ დავით უსუფაშვილმა მიკროფონი გამომირთო
ავტორი:
2014/ივლისი/26 15:00:02
ამ პარლამენტში ჯერ კიდევ მოქმედებს რეგლამენტი და არა დავით უსუფაშვილის წესები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა , რომელმაც სესიაზე მობილურ ტელეფონში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადების ჩართვა სცადა, თუმა მიკროფონი გაუთიშეს.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, დავით უსუფაშვილმა მას მიკროფონი სრულიად უკანონოდ გაუთიშა. მისივე განცხადებით, მას სურდა პრემიერისთვის იმ დაპირების შეხსენება, სადაც ბიძინა ივანიშვილი უფასო ფულზე, 10 და 20-წლიან უფასო კრედიტებზე საუბრობს.
"უპროცენტო კრედიტებს, უფასო ფულს ჰპირდებოდა ეს ადამიანი ხალხს, მინდოდა, რომ პრემიერისთვის პირველწყაროსგან შემეხსენებინა ეს დაპირება, რისი საშუალებაც არ მომცა ბატონმა დავით უსუფაშვილმა, ქართული პროცედურული დემოკრატიის მამამ და ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა პარლამენტის თავმჯდომარე ასე იქცევა და არღვევს რეგლამენტს. ამ პარლამენტში ჯერ კიდევ მოქმედებს რეგლამენტი და არა უსუფაშვილის წესები. ეს იყო დარღვევა და არანაირი უფლება არ ჰქონდა მას რომ შეეწყვეტინებინა ჩემთვის სიტყვით გამოსვლა", – აღნიშნა ხაჩიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის დავალებით საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს გოგა ხაჩიძეს პრემიერ-მინისტრისთვის შეკითხვის დასმის დროს მიკროფონი გამოურთეს.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია