დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობა" ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/19 12:00:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს , თუმცა მინისტრებთან შეხვედრის პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და მომავალი მთავრობის წარმომადგენლებს კითხვებითა და კრიტიკული მოსაზრებებით მიმართავს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მთავრობა, რომელმაც ვერ შეასრულა მის მიერვე დაგეგმილი ბიუჯეტი და ეკონომიკური მდგომარეობა ყველა მიმართულებით გააუარესა. ამ კონტექსტში გაბაშვილი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ პარლამენტში წარდგენილია იგივე შემადგენლობის სამთავრობო გუნდი და შექმნილი პრობლემების მიუხედავად, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები არ განხორციელდა.
მინისტრების მოსმენები საპარლამენტო კომიტეტებში 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო დღის მეორე ნახევარში ჯერ უმცირესობის, ხოლო შემდეგ უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია