დაისვენე კურორტ ახალდაბაში
განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტარებს ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს
ავტორი:
2013/ნოემბერი/18 19:30:03
განახლებულ მინისტრთა კაბინეტს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ხვალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს. ხვალვე მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრები საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში გაიმართება. ყველა კომიტეტი საკუთარი პროფილის მინისტრობის კანდიდატს მოუსმენს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრები და მათი მოსმენა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღის ბოლოს კი ბიუროს სხდომა ჩატარდება, სადაც ბიუროს წევრები დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებს შეაჯამებენ.
პარლამენტის ბიურო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის წინადადებით მიმართავს.
პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას 20 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს. მომავალი მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი ახალი წევრი შს მინისტრის პოსტზე წარდგენილი ალექსანდრე ჭიკაიძეა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია