დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბათუმის დრამატული თეატრის თანამშრომლები სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურას აპროტესტებენ
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:21:02
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო საბჭო და დასის ნაწილი, თეატრის სამხატვრო ხელმძვანელად თეიმურაზ კეჟერაძის წარდგენას აპროტესტებენ. ისინი უარს ამბობენ ხელშეკრუელბით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. როგორც  Pirme Time-ის პრესკონფერენციაზე, თეატრის მთავრმა მხატვარმა გალაქტიონ გოგიბერიძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან თეიმურაზ კეჟერაძეს არ აქვს სამსახიობო განათლება და არასდროს ყოფილა რეჟისორი. თეატრის მსახიობი ზაალ გოგრაძე აცხადებს, რომ სარეკომენდაციო საბჭომ არ გაითვალისწინა მათი სურვილი, აჭარის კულტირის მინისტრთან კანდიდატად გიორგი თავაძის წარდგენის თაობაზე. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება რადგან საქმე ეხება აშკარა კანონდარღვევას. თეატრის თანამშრომლებს, ასევე, აინტერესებთ საქართველოს კულტურის მინისტრის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2343
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია