დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოვისმენთ, ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება
ავტორი:
2014/ივნისი/28 22:00:02
3 ივლისს, საქართველო და რუსეთი მიწვეული ვართ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის წინაშე, რათა სასამართლომ გამოგვიცხადოს გადაწყვეტილება, რომელიც მან გამოიტანა 2006 წელს საქართველოს მიერ შეტანილ საჩივარზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს "რუსთავი 2-ზე" "კურიერში" განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პირველი სახელმწიფოთაშორისო საქმე, რომელიც საქართველომ შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ.
"ჩვენ, 3 ივლისს, მხარეები, საქართველო და რუსეთი, ვართ მიწვეული სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის წინაშე, რათა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გამოგვიცხადოს გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო 2006 წელს საქართველოს მიერ შეტანილ საჩივარზე. ეს არის პირველი სახელმწიფოთაშორისო საქმე, რომელიც საქართველომ შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, ადამიანის უფლებების დარღვევით გამოაძევეს რუსეთიდან. როდესაც მე სტრასბურგის სასამართლოში ვმუშაობდი, ეს საჩივარი შემოიტანა კონსტანტინე კორკელიამ, რომელიც გახლდათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ძალიან ბევრი იდეაფიქსის მიუხედავად, მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ჩემი წინამორბედი არ არის ამ საჩივრის ავტორი. ის ცრუ ქებათა ქება საკუთარი თავის, რომელიც ჩვენი წინამორბედი ხელისუფლების წევრებისგან ისმის, მეჩვენება, რომ ბავშვობანაა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.
"მე მჯერა, რომ სტრასბურგის სასამართლო იქნება პირუთვნელი, დამოუკიდებელი და იქნება სამართლიანი. ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დარჩეს გამარჯვებული. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ დამამცირებელ პირბებში გამოაძევეს ჩვენი მოქალაქეები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, 3 ივლისს, როდესაც საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოისმენს, ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება.
"ეს იქნება იმ ქვეყნის და იმ ადამიანების გამარჯვება, რომელებიც რუსეთის მსხვერპლნი გახდნენ. ეს არ იქნება რომელიმე მთავრობის გამარჯვება. მას შემდეგ რაც მე იუსტიციის მინისტრი ვარ, არაერთი ქმედება იქნა განხორციელებული იმისთვის, რომ ეს საჩივარი გამეტანა. მაგრამ, 3 ივლისს, მე ამ გადაწყვეტილებას მოვისმენ და მთელ საქართველოს გავაცნობ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია