დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"თავისუფალი საქართველო" ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებსა და წინადადებებს წარმოადგენს
ავტორი:
2013/ნოემბერი/18 18:00:03
"თავისუფალი საქართველო" სხვა არასაპარლამენტო პარტიებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებსა და წინადადებებს წარმოადგენს.
ამასთან დაკავშირებით პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ დღეს განცხადება გაავრცელა. შალამბერიძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვაში არასაპარლამენტო ოპოზიცია ჩართული არ იყო.
"ადგილობრივი ხელისუფლება, რომლის როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოდ ჩამოყალიბებაში, არც ერთ დღემდე არსებულ ხელისუფლების წარმომადგენელს არ უზრუნია, ვინაიდან მას როგორც პირად მტრად, "საკუთარი ერთპიროვნული" ძალაუფლების გამყოფად აღიქვამდნენ. ეს საფრთხე დღესაც არსებობს. სწორედ ამიტომაც არის საჭირო საჯარო, ფართო პოლიტიკური დისკუსია, რათა ადგილობრივი ხელისუფლება ჩამოყალიბდეს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც თითოეული ჩვენი მოქალაქის პიროვნული თავისუფლებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ადგილობრივად გადაწყვეტის შესაძლებლობის გარანტი იქნებოდა. სწორედ ამიტომ "თავისუფალი საქართველო" სხვა არასაპარლამენტო პარტიებთან ერთად წარმოადგენს შენიშვნებსა და წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც შედგება 20 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" და იბრძოლებს რეალური თვითმმართველობის დასამკვიდრებლად საქართველოში. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალიზაცია მხოლოდ "ქოცების" და "ნაცების" გადასაწყვეტი არ არის! ",-ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია