დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კახიანი - პრეზიდენტმა იმ სახით წარმოადგინა ვეტო, რომ იგი პარლამენტის მიერ გაზიარებული არ იქნება, შევეცდებით, პრეზიდენტის ვეტო დავძლიოთ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/11 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/kaxiani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456978-giorgi-kakhiani-prezidentma-im-sakhith-tsarmoadgina-veto-rom-igi-parlamentis-mier-gaziarebuli-ar-iqneba-shevecdebith-prezidentis-veto-davdzlioth.html", "headline": "გიორგი კახიანი - პრეზიდენტმა იმ სახით წარმოადგინა ვეტო, რომ იგი პარლამენტის მიერ გაზიარებული არ იქნე...", "datePublished": "2017-10-11 08:44:05", "dateModified": "2017-10-11 08:44:05", "description": "სამწუხაროდ, პრეზიდენტმა იმ სახით წარმოადგინა ვეტო, რომ იგი პარლამენტის მხრიდან გაზიარებული არ იქნება...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/kaxiani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სამწუხაროდ, პრეზიდენტმა იმ სახით წარმოადგინა ვეტო, რომ იგი პარლამენტის მხრიდან გაზიარებული არ იქნება და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ პრეზიდენტის ვეტო დავძლიოთ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა დღეს გამართლ პერსკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი კახიანის თქმით, იმისთვის რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე კონსენსუსი ყოფილიყო, ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთა.

"პროცედურულად ახლა ვეტოს განხილვის ეტაპზე ვართ. როგორც მოგეხსენებათ, სამი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის კანონის პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. უმრავლესობას 13 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე ექნება ვეტის განხილვა, თუმცა მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოხდება ვეტოს განხილვა. სპეციფიკა ისეთია, რომ პრეზიდენტი თავის შენიშვნებს წარმოადგენს შესაბამის კანონპროექტთან ერთად. ჩვენ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ კონსტიტუციის კანონის პროექტზე და თავდაპირველად მას ეყრება კენჭი პლენარულ სხდომაზე. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ კონსტიტუციის კანონის პროექტს, უკვე შემდგომ ხდება იმ კონსტიტუციური კანონის პროექტზე განმეორებით კენჭისყრა, რომელიც სამი მომსმენით უკვე არის მიღებული. ასევე იმ შემთხვევაში თუ ეს კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება, ასეთ დროს ითვლება, რომ პრეზიდენტის ვეტო არის დაძლეული.
პრეზიდენტს ექვსი შენიშვნა აქვს ვეტოში წარმოდგენილი, ან ექვსივე უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა ან არც ერთი. ასეთია ვეტოს სპეციფიკა“, - განაცხადა კახიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 660
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია