დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არ დაუშვას
ავტორი:
2014/მარტი/02 14:30:02
"საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არ დაუშვას" , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ მძიმედ განვიცდით უკრაინაში, ყირიმში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც რეგიონში დაძაბული ვითარების ესკალაციის სერიოზული კერა ხდება. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ აშკარად ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფეთქებადს გახდის ვითარებას, რამაც უმძიმესი შედეგები შეიძლება გამოიღოს. საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა არ დაუშვან უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესებზე აუცილებლად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა რუსეთმა უარი თქვას ძალისმიერ ქმედებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მორიგი აგრესიისა და ოკუპაციის მომსწრენი გავხდეთ, რაც საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია.
ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის და მათი გადაწყვეტილების მიმართ ააშენონ ჭეშმარიტად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო",- ნათქვამია განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია