დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უცხოური დელეგაციების წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლეს
ავტორი:
2013/ნოემბერი/18 09:30:03
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სტუმრად მყოფი უცხოური დელეგაციების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიიღო.
ბიძინა ივანიშვილი ორმხრივ ფორმატში ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს, USAID-ის დირექტორ რაჯივ შაჰს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანს და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის შეხვდა. დელეგაციის წევრებმა ბიძინა ივანიშვილს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე მიულოცეს და ქვეყნის წინსვლის იმედი გამოთქვეს. შეხვედრებზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აშშ-ის დელეგაციას, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრების ძირითადი თემა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია