დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტრო 9 აპრილის მემორიალთან მომხდარ ინციდენტს გმობს
ავტორი:
2014/აპრილი/09 13:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წუხილს გამოთქვამს რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მემორიალთან განთავსებულ გვირგვინს სლოვაკეთის რესპუბლიკის ფერებში გაწყობილი ლენტი მოხსნეს. ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ფაქტს და იმედს გამოთქვამს, რომ ის ჩადენილ იქნა გაუთვითცნობიერებლად.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას სლოვაკეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის და სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიმართ, 9 აპრილის მემორიალის გვირგვინით შემკობისა და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1244
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია