დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში საუბარია ტატუნაშვილის მკვლელობის და ოთხოზორიას მკვლელის დაუსჯელობის საკითხებზე
ავტორი:
2018/აპრილი/18 15:30:01
../photo/2015_02/0-1aOQT-2014/zalkaliani_f24d8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488678-davith-zalkaliani-evropis-sabtcos-generaluri-mdivnis-angarishshi-saubaria-tatunashvilis-mkvlelobis-da-othkhozorias-mkvlelis-dausjelobis-sakithkhebze.html", "headline": "დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში საუბარია ტატუნაშვილის მკვლელობის და ო...", "datePublished": "2018-04-18 11:40:49", "dateModified": "2018-04-18 11:40:49", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, ევროპის საბჭოს გენე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1aOQT-2014/zalkaliani_f24d8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში საუბარია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე და ოთხოზორიას მკვლელის დაუსჯელობის თემაზე.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში", რომელიც 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1314-ე სხდომაზე განიხილება.

დავით ზალკალიანის განცხადებით, კონსოლიდირებულ ანგარიშში საუბარია ეთნიკურ ნიადაგზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის ფაქტებზე და ბოლო პერიოდის ტრაგიკულ მოვლენებზე.

„ანგარიშში საუბარია, თუ როგორ ეზღუდება ქართულ მოსახლეობას ფუნდამენტური უფლებები, ასევე, საუბარი არის ბოლო პერიოდის ტრაგიკულ მოვლენებზე, კერძოდ, ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე, ასევე ყურადღება გამახვილებულია ოთხოზორიას მკვლელობის დაუსჯელობის თემაზე. ბუნებრივია, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გვექნება ადეკვატური შეფასება ამ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ სათანადოდ შეფასდება ის ე.წ. შეთანხმებები, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში იდება“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ანგარიშში საუბარია საერთაშორისო თანამეგობრობის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების საკითხებზეც.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ქართული მხარე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომას მიაწოდებს ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების ბოლო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია