დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნატოს გენერალური მდივანი გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ავტორი:
2013/ნოემბერი/12 18:00:03
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მილოცვის ტექსტს გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
"გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. გისურვებთ წარმატებას, როგორც ახლად არჩეულ პრეზიდენტს და გამოვთქვამ მომავალში თქვენთან თანამშრომლობის სურვლის. არჩევნების შედეგად, საქართველომ კიდევ ერთხელ გააძლიერა დემოკრატიის საფუძვლები და გადადგა კონკრეტული ნაბიჯი ევროატლანტიკური სტანდარტებისკენ. საქართველო NATO-სთვის განსაკუთრებული პარტნიორია იმ მნიშვნელოვანი წვლილით, რომელიც მან შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ( ISAF-ის) ოპერაციაში.
ნება მომეცით კვლავ დაგარწმუნოთ, რომ ალიანსის მოკავშირეები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს, როგორც ISAF-ში NATO-ს ყველაზე დიდი არაწევრი მონაწილის მიმართ და აფასებენ სურვილს NATO-ს მიერ ISAF-ის შემდგომ წვრთნებში, რეკომენდაციებში და მისიის დახმარებაში მონაწილეობის მიღებისათვის.
თქვენი ქვეყანა წარმოადგენს პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის ნატო-ს წევრობისაკენ და ჩვენ ახლოს ვთანამშრომლობთ ნატო-საქართველოს კომისიასა და ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამებში ქვეყანაში მომავალი რეფორმების განხორციელებისათვის. საქართველომ გვიჩვენა მტკიცე პროგრესი უკანასკნელი წლების განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, როგორც ქვეყნის ლიდერი, წვლილს შეიტანთ ქვეყნის პროგრესში. მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალები ერთად განაგრძობენ მუშაობას, რათა მიღწეულ იქნას ქვეყნის ამბიციური მიზნები ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. კიდევ ერთხელ, გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას თქვენს საპრეზიდენტო ვადაში. ველოდებით თქვენს ჩამობრძანებას ნატოს-ს სათავო ოფისში", - აღნიშნულია მილოცვაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1320
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია