დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - აჭარაში ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ეყრება საფუძველი
ავტორი:
2014/ივლისი/27 11:00:03
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაქვში პროექტის DREAMLAND OASIS-ის პრეზენტაციას დაესწრო . როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული პროექტი ამ რეგიონში ყველაზე მსხვილი პროექტია.
მისივე თქმით, ინვესტიცია გათვლილია საშუალო ნიშაზე და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის.
"საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს აჭარაში. ეს არის DREAMLAND OASIS-ი. ეს არის აბსოლუტურად ახალი მოდელი საკურორტო ინფრასტრუქტურის, 105 მილიონი ლარი ინვესტიცია განხორციელდება და დასაქმდება უამრავი ადამიანი. ასეთი მსხვილი პროექტი ამ რეგიონში არ ყოფილა. ეს არის ავსტრიელი და ქართველი ბიზნესმენების ერთობლივი პროექტი. მივესალმებით ამას. ეს არის ყველაზე განსხვავებული პროექტი, ეს არის აპარტოტელების სისტემა თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც გათვლილი იქნება საშუალო ნიშაზე და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ პროექტს და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული, როგორც ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის, ასევე მთლიანად საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჩაქვში გუშინ სასტუმრო "ოაზისის" ტერიტორიაზე ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია