დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით მათიკაშვილი - პრეზიდენტის მიერ მემორანდუმის გაფორმების მიზანი იყო ის, რომ თავის დროზე მის მიერ გაკეთებული ნეგატიური შეფასებები გადაფაროს
ავტორი:
2018/აპრილი/03 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/matikashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486398-davith-mathikashvili-prezidentis-mier-memorandumis-gaformebis-mizani-iyo-is-rom-thavis-droze-mis-mier-gakethebuli-negatiuri-shefasebebi-gadafaros.html", "headline": "დავით მათიკაშვილი - პრეზიდენტის მიერ მემორანდუმის გაფორმების მიზანი იყო ის, რომ თავის დროზე მის მიერ...", "datePublished": "2018-04-03 04:56:17", "dateModified": "2018-04-03 04:56:17", "description": "პრეზიდენტის მიერ მემორანდუმის გაფორმების მიზანი იყო ის, რომ თავის დროზე მის მიერ გაკეთებული ნეგატიურ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/matikashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტის მიერ მემორანდუმის გაფორმების მიზანი იყო ის, რომ თავის დროზე მის მიერ გაკეთებული ნეგატიური შეფასებები გადაფაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

“ე.წ. გირგვლიანის შესწორებები არის ძალიან კარგი მაგალითი. რატომ მოხდა დღეს ამ მემორანდუმის გაფორმება? სწორედ იმიტომ მოხდა ამ მემორანდუმის გაფორმება, რომ მის მიერ თავის დროზე გაკეთებული ნეგატიური შეფასებები, რაც საზოგადოების მიერ იყო ცუდად აღქმული, გადაფაროს და ეს ყველაფერი პოზიტიურად წარმოადგინოს, რასაც ვერ შეძლებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის #76-ის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარეაბილიტირებელი გარემოებების დადგენას, რაც შესაძლებლობას მისცემს პირს, აღიდგინოს სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება.

„უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის დროებითი კომისია", რეპრესირებული ადვოკატებისა და პოლიტპატიმრად აღიარებული პირების მიმართვის შემთხვევაში, შეისწავლის მათ საქმეებს, მოამზადებს დასკვნებს და დაეხმარება, რომ მათი საქმეების ხელახლა განხილვის მიზნით სასამართლოს მიმართონ. კომისია, ასევე, დაეხმარება ზემოაღნიშნულ პირებს მიმართონ პროკურატურას მათ საქმეებში სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია