დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჩიორა თაქთაქიშვილი - საქართველოში მედიის თავისუფლება გაუარესებულია
ავტორი:
2013/ნოემბერი/11 13:00:02
ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, საქართველოში მედიის თავისუფლება შარშანდელთან შედარებით ძალიან გაუარესებულია.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს ოფისის მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის რიგით მეათე მედიაკონფერენციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გასული წლებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, წელს მას მოუწევს საუბარი უკან გადადგმულ ნაბიჯებზე.
"სამწუხაროა, რომ წელს განსხვავებით ყველა წინა წლისგან, როცა ჩვენ ყოველთვის პროგრესს ვაფიქსირებდით, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით რეფორმების განხორციელების კუთხით, ამჯერა მოგვიწევს საუბარი იმ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც შეეხება პრაქტიკულად კანონის აღსრულებას როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე აჭარის ტელევიზიის ფონზე. ასევე, ყურადსაღებია პრემიერ-მინისტრის არაერთგზის გამოთქმული მუქარა "რუსთავი 2"-ის მფლობელობის საკითხთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ის კომპონენტები, რომლის თანახმადაც ძალიან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში შარშანდელთან შედარებით არის აშკარად და ძალიან მნიშვნელოვნად გაუარესებული გარემო მედიის თავისუფლების თვალსაზრისით", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გააკეთა კომენტარი უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მომავალი წლის დასაწყისიდან ამოქმედდება და ეს გაკეთდა იმისათვის, რომ არანაირი ფორმით ხელი არ შეშლოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1252
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია