დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - ახლა, როგორც ჩანს, "მაესტრო" წაიღეს და რამე არ შეგვიძლია გავაკეთოთ?!
ავტორი:
2014/დეკემბერი/22 19:30:02
ახლა, როგორც ჩანს, "მაესტრო" წაიღეს და რამე არ შეგვიძლია გავაკეთოთ?! მერე რა, რომ კერძოა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია "მაესტროში" განვითარებულ მოვლენებს.
როგორც დეპუტატი წერს, მას "მაესტროს" გადარჩენისთვის ბრძოლა უნდა. "და ვფიქრობ "მაესტროზე". იცით, თავის დროზე ასე დავთმეთ "რუსთავი 2", მაყურებელმა, გულშემატკივარმა, მისთვის მებრძოლებმა. მერე "იმედი". ახლა, როგორც ჩანს, "მაესტრო" წაიღეს და რამე არ შეგვიძლია გავაკეთოთ?! მერე რა, რომ კერძოა. ტელევიზიაა, კონსერვებს კი არ უშვებს. საჯარო სივრცეა, ჩვენი, ყველასია, მე ადრე დავწერე "მაესტრო" ჩემი ტელევიზაა-თქო და ახლაც ასე მგონია და მისი გადარჩენისთვის ბრძოლა მინდა. ოღონდ სიმართლე უნდა ვიცოდეთ და "მაესტროს" ერთგული მაყურებელი ამ სიმართლეს იმსახურებს. ამიტომ ისე ნუ გაატარებთ, განცხადება დავწერე და წავედიო, მოგვიყევით სიმართლე", - წერს ხიდაშელი "ფეისბუქზე".
"მაესტროზე" სრული რეორგანიზაცია გამოცხადდა. არხი დატოვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა. "მაესტროს" თანამშრომლების ინფორმაციით, მათ გუშინ გამართულ თათბირზე ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ არხზე კოკა ყანდიაშვილის მისვლა იგეგმება.
როგორც კოკა ყანდიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არასდროს ყოფილა მოლაპარაკებები "მაესტროზე" მუშაობის დაწყების თაობაზე, მოლაპარაკებები უკვე ნახევარ წელზე მეტი მიმდინარეობს მისი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით, კერძოდ, "მაესტრო" დაინტერესებულია ორი ტელე-პროდუქტით, რეალითი-შოუ ფეხბურთზე და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, რომლის წამყვანადაც თავად კოკა ყანდიაშვილი მოიაზრება. "რა ჟიჟილაშვილის ადგილზე, რა "მაესტროში" მუშაობა, მართლა ძალიან შევწუხდი უკვე", - ასე გამოეხმაურა კოკა ყანდიაშვილი "მაესტროს" უკვე ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციას, რომ არხზე მიმდინარე რეორაგიზაციის ფარგლებში "მაესტროს ცხრიანი" ეთერში აღარ გავა, ხოლო ნინი ჟიჟილაშვილის კოკა ყანდიაშვილით ჩანაცვლება იგეგმება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია