დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ანდრო ბარნოვი - ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბოგანოს ფილოსოფიაზე
ავტორი:
2013/ნოემბერი/04 15:00:02
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს არ ესმის, რაც ერჩოდნენ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის განკუთვნილ შენობას.
როგორც ანდრო ბარნოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართულ-ამერიკული ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ფიქრობს, რომ საზოგადოებას მალე მოსწყინდება "ეს უიაზრო თამაში და კინკლაობა და ყველა მოითხოვს მთავრობისგან იმის გაგებას, ბოლო-ბოლო რა უნდათ".
"მნიშვენლობა არ აქვს, ეს იქნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხი, თუ ბევრი სხვა, რაზეც წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გააკეთონ. მარტო იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაიობის" და მიხეილ სააკაშვილის დანატოვარისგან მაქსიმალური დისტანცირება გააკეთონ, ათასგვარ აბსურდს იგონებენ. მაინც რით არ მოსწონს ახლად არჩეულ პრეზიდენტს ეს სასახლე, რომელზეც საკუთრების პრეტენზიის გამოცხადების უფლება არავის აქვს. ეს სიმბოლო ეკუთვნის სახელმწიფოს, ის მიხეილ სააკაშვილს სახლში არ წაუღია. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბოგანოს ფილოსოფიაზე - ფული არ უნდა დავხარჯოთ, არაფერი უნდა გავაკეთოთ", - გაბაცხადა ბარნოვმა.
მისი თქმით, სახელმწიფს განვითარებას შესაბამისი სიმბოლიკა სჭირდება. როგორც ბარნოვმა განაცხადა, ამ წლების განმავლობაში მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე არ აშენებულა.
"სახელმწიფომ ააშენა გზები, მოუარა ენერგეტიკას, ააშენა სკოლები, საავადმყოფოები. რასაც ესენი აკეთებენ, სასაცილოა და თან - სატირალი. რა უნდა ვუპასუხო ამ სისულელეს. ეს შენობა აშენდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის და ასევე უნდა ფუნქციონირებდეს. მისი მდებარეობა, არქიტექტურა, შიდა მოწყობა, მთლიანად დაგეგმილი და გაკეთებულია ისე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუბრკოლებლად იმუშაოს. ეს არის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც ახალი მთავრობა ამჟღავნებს ყველა იმ კარგი საქმის მიმართ, რაც წინა მთავრობას გაუკეთებია", - აღნიშნა ბარნოვმა.
მისი თქმით, ახალი მთავრობა არა მხოლოდ შენობებს ებრძვის, არამედ იმ ფილოსოფიასაც, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის თანხმობით ტარდებოდა.
"შეხედეთ, როგორ ირჩევენ პრემიერებს და პრეზიდენტებს", - განაცხადა ბარნოვმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია