დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შალვა ფიფიასან მარინოს საპატიო კონსულს დონატო ლანატის შეხვდა 
ავტორი:
2014/მაისი/23 17:30:05
სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ სან მარინოს საპატიო კონსულს დონატო ლანატის სოფლის მეურნეობაში დღეისათვის არსებული ვითარება გააცნო. შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობა რეალურ პრიორიტეტად გამოაცხადა. „ჩვენი ვალია, შევქმნათ მაქსიმალურად საინტერესო გარემო და ხელსაყრელი პირობები იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. მიმდინარე პროექტებით ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ გრძელვადიან და შეღავათიან ფინანსებზე, რათა ჰქონდეთმეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობა. წარმატებული ბიზნესი კი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია