დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კონსტანტინე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 28 წევრამდე გაზრდას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/02 15:00:03
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობის 28 წევრამდე გაზრდას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
ამის შესახებ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისო კომისიის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე წარდგენილი ცვლილებათა პაკეტის შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვით, შესაძლოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს.
"თუ თქვენ შეადარებთ ევროპული ქვეყნების უზენაესი სასამართლოების პრაქტიკას ჩვენს უზენაეს სასამართლოსთან, ნახავთ, რომ ყველაზე მეტ საქმეს საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს და სხვა ქვეყნებში გაცილებით ნაკლებია ასეთი საქმეების რაოდენობა; ეს ფაქტია. გარდა ამისა, გამომდინარე სწორედ სტატისტიკური მონაცემებიდან, საქმეთა რაოდენობიდან, აბსოლუტურად უსაფუძვლოა 28 მოსამართლის შემოყვანა უზენაეს სასამართლოში. ყველანაირი გათვლებით, ისე რომ მოვეკიდოთ, რომ საქმეთა რაოდენობამ, ასე ვთქვათ, არ წაგვლეკოს (თუ ვინმე ამას ფიქრობს), ყველაზე მაქსიმალური რაოდენობა აქ შეიძლება დაინიშნოს 19 მოსამართლე. მეტი ნამდვილად საჭირო არ არის, 19 მოსამართლე თავისუფლად შეძლებს ყველანაირი ვადების დარღვევის გარეშე იმ საქმეების განხილვას რაც დღეს არის და როგორც არ უნდა მოიმატოს", - განაცხადა კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა, შესაძლოა არა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, არამედ კანონმა განსაზღვროს. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისო კომისიის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე წარადგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა, შესაძლოა არა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, არამედ კანონმა განსაზღვროს.
აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის სამინისტრომ დღეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისო კომისიის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე წარადგინა. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, შესაძლოა გაიზარდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობაც. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტი ითვალისწინებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების ცვლილებას, მათი შემდგომი გაფართოების კუთხით. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, გაზრდის საკასაციო ინსტანციის მოსამართლეთა დატვირთვას. შესაბამისად, ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტრო ოპტიმალურად მიჩნევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის არანაკლებ 28 წევრით განსაზღვრას, სასამართლოს თავმჯდომარის ჩათვლით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია